„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაავადების კონტროლისა და ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ისინი ისინი ისეთივე მკაცრები იყვნენ ეკლესიის მიმართ, როგორებიც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ იყვნენ.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულია შეზღუდვები, ეს უნდა ეხებოდეს ყველა კატეგორიას. .
“მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მივმართო ბატონ იმნაძეს, ბატონ გამყრელიძეს, იმ ადამიანებს რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ასეთი გამოწვევის დროს მთელი ქვეყნისთვის.გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი და სამართლიანი იმ ოპოზიციური ჯგუფის მიმართ, ვინც ეს მძიმე შეცდომა დაუშვა ზუგდიდში. უბრალოდ მინდა თხოვნა, მოწოდება მქონდეს მათ მიმართი, რომ იყვნენ თანმიმდევრული, როცა ასე მკაცრად აფასებენ, ოღონდ დამსახურებულად, ასეთივე თანმიმდევრულად მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნებისმიერი სასულიერო პირის მიმართ, სადაც რისკები არანაკლებია კი არა, ბევრად მეტია”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.