ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანში 200 მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, 200 მსჯავრდებული გაათავისუფლეს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, „ყველა გათავისუფლებულ მსჯავრდებულს პატიმრობის ვადის ორი მესამედი ან სამი მეოთხედი მოხდილი ჰქონდა“.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 122 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 3 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 15 პირი.

იტვირთბა....