ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათ კლინიკა შესაძლოა ხვალ დატოვონ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენაა შეცვლილი და მათ შესაძლოა კლინიკა ხვალაც კი დატოვონ.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა, მათთან სულ იმყოფება 13 ინფიცირებული, ორი აქედან არის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

“დინამიკაში მათი მდგომარეობა უცვლელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა მართვადია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 3-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მართალია, დღეს მეათე დღეა, მაგრამ დღეს განმეორებით ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში, რომ ინფიცირების შესახებ განმეორებით გავაკეთოთ გამოკვლევა, თუ არ დადასტურდა, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

იტვირთბა....