უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში, ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ლეტალურ შედეგს, “კოვიდ-19”-ს უკრაინაში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულია 4 პირი.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 533 015 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 24 095 პირი. გამოჯანმრთელდა 124 387 ადამიანი.

