ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორმა, თეა წულუკიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო ინსპექტორმა, პარლამენტში სახალხო დამცველის თანამშრომლის ვიდეოს დაუფარავად ჩვენებისთვის, სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახურიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ორივე უწყება 1000 ლარით დააჯარიმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერები გასაჯაროება პერსონიფიცირებული ფორმით, მათზე აღბეჭდილი პირების სახის დაფარვის გარეშე, არ ემსახურებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამინისტროს კანონიერ ინტერესებს და საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მიზანს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„შესაბამისად, სამინისტრომ პარლამენტის კომიტეტზე და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების გზით, ხოლო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების, ასევე, სამაუწყებლო კომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის გადაცემის გზით, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ პირთა პერსონალური მონაცემები დაამუშავეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევით. შესაბამისად, მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ასევე, დაევალათ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების წაშლა“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.

იტვირთბა....