მთავარი ციტატა

“ორსულისა და ნაყოფისთვის გრიპის ვირუსი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე კორონავირუსი”

“ფეხმძიმისთვის კორონავირუსი ისეთი რისკჯგუფი არ არის, როგორიც არის გრიპის ვირუსი. დიდი განსხვავებაა მათ შორის. ამიტომ, იქ მართვა მიმდინარეობს ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა, ინფექციაა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ ყველაფერი მედიცინაში შედარებითია. გრიპის ვირუსი უფრო მეტად დამაზიანებელია ორსული ქალბატონისთვის და ნაყოფისთვის, ვიდრე კორონავირუსი. ამ შემთხვევაში არ არის მძიმე მდგომარეობა, ნამდვილად მინდა გითხრათ“

ამირან გამყრელიძე  – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი ინფიცირებული, რომელსაც “კოვიდ-19” დაუდასტურდა, ორსულია.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....