ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში მოთავსებულ ორი წლის ბავშვს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ინფექციის წყარო მისი ოჯახის წევრები არიან.

“დღეს შემოიყვანეს ბავშვი ორი წლის, რომელთანაც დადასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს დადასტურებული და ამ ბავშვსაც დაუდასტურდა. ემ ატაპზე არის უსიმპტომო, სტაბილურია მისი მდგომაროება, დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა“ ,- აცხადებენ კლინიკაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. მათგან ერთ-ერთი ახალი პაციენტი ბოლნისში მცხოვრები 22 წლის ორსული გოგოა.ვირუსისგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს.

საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

იტვირთბა....