ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0266 პუნქტით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4842 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 3.4576 ლარი ღირდა.

0.0789 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.8159 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7370 ლარი იყო.

იტვირთბა....