მთავარი ციტატა

“ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა”

“დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური ტესტებით 13 ადამიანს აუღო ნაცხი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ქალთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნა გამოვლენილი. ამ 13 ადამიანიდან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი. ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს გამოკვლევა, შეუძლებელი იქნებოდა ვირუსის არსებობის დადასტურება.”

გოგი მეშველიანი – ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი

ბოლნისში მცხოვრებ 22 წლის ორსულ გოგოს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.პაციენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკი გადაიყვანეს.

საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ რამდენიმე ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 79 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

 

იტვირთბა....