“ადამიანების სახლში დარჩენით და მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვით მხოლოდ დროს ვიგებთ და ჯანდაცვის სისტემას ზეწოლისგან ვიცავთ, თუმცა მხოლოდ ეს ზომები ეპიდემიას არ აღმოფხვრის.. ვირუსი არის ხალხის ნომერ პირველი მტერი”.
ტედროს გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორი
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 462 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით, 21 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.
.