ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ მინისტრს ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი დირექტორის, სერგეი სტარიცკის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალად.

„გამომძიებლებმა და პროკურორებმა შეამოწმეს ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი ხელმძღვანელის მკვლელობის გარემოება და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ვერ შეძლებდა საკუთარი თავისთვის სროლას“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშენკომ.

22 თებერვლის ღამეს ლეონიდ კოჟარას სახლში სტარიცკის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ლეონიდ კოჟარა და მისი მეუღლე ამტკიცებენ, რომ სერგეი სტარიცკიმ თავი მოიკლა.

იტვირთბა....