ესპანეთში “კოვიდ-19”-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ახალი ვირუსით ინფიცირების შედეგად 3 434, ხოლო ჩინეთში 3 281 ადამიანია დაღუპული.
რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, ესპანეთში ამ დროის მონაცემებით, ინფიცირების 47 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, ჩინეთში კი, 81 218.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 439 763 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 19 744 პირი. გამოჯანმრთელებულია 111 942 ადამიანი.