ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უსაფრთხოა თუ არა მარნეულიდან ჩამოტანილი პროდუქტი – სუბარი განმარტებას აკეთებს

„მე ბევრჯერ ველაპარაკე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, ექსპერტებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან, კარტოფილი იქნება, ხახვი, მწვანილი – არანაირი საფრთხე არ არსებობს”, – აცხადებს რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

“ჩვეულებრივად მინდვრიდან რომ პროდუქცია მოდის, ისედაც ვამუშავებთ ყველანი, ვრეცხავთ. თუკი ადამიანს მიწა აქვს მოშორებით და მანქანით გადადგილდება, ორზე მეტი ადამიანი ერთ მანქანაში არ უნდა იყოს. თუ საუბარია იმაზე, რომ ტაქსი გააჩერეს, ამ შემთხვევაში აქვთ უფლება, რომ ორი ადამიანი იყოს და პლუს მძღოლი, მაგრამ ეს ორი ადამიანი უნდა იყოს უკან. როცა მოდის მანქანა თბილისიდან, რომელმაც უნდა შეიტანოს სურსათი, ის სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაიტვირთება და გავა მუნიციპალიტეტიდან ისე, რომ შეხება არ ჰქონდეთ ადამიანებს შემსვლელ მანქანაზე”, – აცხადებს სუბარი.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....