საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0082 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4576 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი ღირდა.
0.0066 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.7370 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7436 ლარი იყო.