მთავარი ციტატა

“სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული” – ზალკანიანი

“ყველა მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენის  შესახებ ინფორმაცია განთავსდება  წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და კომპანია “აირზენას” ვებგვერდზე. სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის, არ აქვს მნიშვნელობა ბიზნეს, თუ ეკონომ კლასის, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული და რა თქმა უნდა გაკონტროლდება. საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს”

დავით ზალკანიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....