ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ნუ იქნებით პანიკაში, თუ არ აპირებთ ვირთხების ჭამას” – ჩინეთში მამაკაცი “ჰანტავირუსით” გარდაიცვალა

კორონავირუსის შემდეგ, ჩინეთში შუა ხნის მამაკაცი “ჰანტავირუსით”  გარდაიცვალა. გარდაცვლილს, რომელიც იუნანის პროვინციიდანაა, ლაბორატორიულად ეს ვირუსი დაუდასტურდა. “ჰანტავირუსს” კორონავირუსის მსგავსი სიმპომები ახასიათებს.

ამის შესახებ საერთაშორისო მედიასაშუალება Washington Examiner-ი წერს.

მამაკაცს, რომელიც ავტობუსში მსგავრობის დროს გარდაიცვალა, მას “კოვიდ-19”-გან სრულიად განსხვავებული ვირუსი, “ჰანტავირუსი” დაუდგინდა. ამის შემდეგ ტესტი ჩაუტარდა 32 ადაიანს, რომლებიც ავტობუსში ინფიცირებული მამაკაცის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.

ჩინეთში ახალი ვირუსი მაშინ დაფიქსირდა, როცა ქვეყანა “კოვიდ-19”- ის გამო მკაცრ საკარანტინო მოქმედებების მოხსნას იწყებს,

ექსპერტები აცხადებენ, რომ “ჰანტავირუსი” არა ახალი და ის პირველად 1850 წლებში ამერიკა-კორეის ომის დროს, კორეაში დაფიქსირდა.

“ეს ვირუსი ვირთხისაგან,  თაგვებისგან ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მათ ჭამს, ხოლო ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად გადადის. ნუ იქნებით პანიკაში, თუ არ აპირებთ ვირთხების ჭამას”,- აღნიშნავენ შვედი ექსპერტები.

ამასთან, “ჰანტავირუსის” სინდრომი 1995 წელს აშშ-ში “ნაციონალურად ცნობილი დაავადება” გახდა, მაგრამ ადამიანებს შორის გადაცემის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

 

 

იტვირთბა....