ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაზე მძიმე პაციენტი ასაკოვანი ქალბატონია, მას ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა”,- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული პაციენტებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა 80 წელს გადაცილებულ ქალბატონს აღენიშნება.

ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა, რამაც მდგომარეობა უფრო გაართულა.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტის მდგომარეობაზე პროგნოზის თქმა ამ დროისთვის შეუძლებელია.

“ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელზეც მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არის რისკის შემცველი პაციენტი თავისი ასაკის, თანარსებული დაავადების-ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების გამო. დღეისათვის შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება. შესაბამისად, წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგების და პროგნოზის თქმა შეუძლებელია”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამსი ინფიცირებულტა რიცხვი 73 გახდა. ინფექციისგან უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

იტვირთბა....