“აღარ არსებობს სექტორი, რომელიც არ დააზარალა კრიზისმა. სასტუმროები დაიხურა პირველი და ტურიზმი განულდა, მაგრამ ბაზრობები რომ დაიხურა, მაღაზიები რომ დაიხურა, ოფისები რომ იხურება, რომელ სფეროს არ შეეხო?! ლარი უფასურდება და დოლარი ძვირდება. საჭმლის მაღაზიებიც კი, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთადერთია, რაც მუშაობს, უზარმაზარი პრობლემის წინაშე დგანან. ბევრი მაღაზია დღეს საერთოდ ზარალის პირას მუშაობს. დღეს უნდა დავეხმაროთ მთელ ეკონომიკას და უნდა დავეხმაროთ ყველას”
დავით ბაქრაძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულა”
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.2105 პუნქტით გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3.5 ლარი ღირს.
რაც შეეხება კორონავირუსს, ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.
ხვალიდან კი სპეციალისტებს სწრაფი ტესტებით მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ.