“თუ საუბარია ჩვენი ქვეყნის მტერზე, ეს არის პუტინის რუსეთი. ხედავთ ნაკადს, ჩრდილოეთ კორეის დრონის პროპაგანდა მიდის – “დასავლეთის შექმნილი ვირუსია”.
ყველაფერს აქვს თავისი დადებითი – პუტინის პროპაგანდის სამიზნე ლუგარის ლაბორატორია იყო, მათ შორის, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისაც. იქ რა ხდება, არ ვიცით, ქართველების მოსაწამლ ვირუსებს ამზადებენო – ეს ყოველთვის აბსურდი იყო. ამ ვითარებამ გვაჩვენა, რომ ყველაფერი პირიქითაა”
გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
Palitranews, გადაცემა “360 გრადუსი”
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.