მთავარი ციტატა

“იტალიაში ექიმები არჩევანის წინაშე დგანან – მკურნალობენ მათ, ვისაც მეტი შანსი აქვს”, – დავით მათიაშვილი

“იტალიაში პაციენტები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში არიან, აქვთ სიმპტომები და საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ასეთ პაციენტებს, 80 წელს ზემოთ რომლებიც არიან, უბრალოდ ხელს არ კიდებენ, რათა მოემსახურონ უფრო ახალგაზრდებს. ჩემი საავადმყოფოს ექიმები ღიად ამბობენ – პაციენტებს, რომლებსაც 1 წლის წინ უმკურნალებდნენ, დღეს ასეთ პაციენტებს უბრალოდ აერთებენ სასუნთქი აპარატებიდან და მკურნალობენ მათ, ვისაც მეტი შანსი აქვს. ასეთი არჩევანის წინაშე დგანან ექიმები”

დავით მათიაშვილი, ბავშვთა კარდიოქირურგი

TV პირველი, ვახო სანაიას “დღის ამბები”

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.  70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.

ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

 

იტვირთბა....