კორონავირუსის ინფექციის შედეგად პანამაში 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ამის შესახებ “ალ ჯაზირა” წერს.
მედიასაშუალება პანამის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გოგონა მკურნალობდა სამხრეთ ამერიკის პედიატრიულ საავადმყოფოში, და მას მძიმე დიაგნოზიმ კერძოდ სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა.
“გარდაცვალების ფაქტი ეპიდემიოლოგიურ სისტემას მას შემდეგ ეცნობა, რაც გორგასის მემორიალურმა ინსტიტუტმა ჩაატარა გამოკვლევები და დაადგინა, რომ გოგონას გარდაცვალება COVID-19– ის გამო რესპირატორულმა გართულებამ გამოიწვია”,- აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.
პანამაში კორონავირუსული ინფექციით 92 წლის მამაკაციც გარდაიცვალა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 5 გახდა.
ბოლო მონაცემებით, პანამაში ინფიცირების 313 შემთხვევა ფიქსირდება. მხოლოდ 22 მარტს ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.