ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ევროპის შემდეგ, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი, შესაძლოა, აშშ გახდეს” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

“ევროპის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს”, – “როიტერსის” ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა გააკეთა.

„ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით დაზუსტებით, თუმცა ამის პოტენციალი არის“, – ამბობს ჰარისი.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 46 168 შემთხვევა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 582 პირი. გამოჯანმრთელებულია 295 ადამიანი.

იტვირთბა....