“ჩვენ არ გვაქვს არც რესურსი და არც დრო, რომ კარანტინში მოექცნენ მთელი საავადმყოფოები. ის, რაც იტალიაში მოხდა, ეს იყო, პირველ რიგში, ექიმებისა და ექთნების დაინფიცირება, რამაც გამოიწვია სერიოზული პრობლემები და ამიტომ, აუცილებელია მედპერსონალის დაცვა, სათანადო ინსტრუქტაჟი, მკურნალობის ინსტრუქტაჟის მკაფიოდ მიცემა და რაც აუცილებელია, ახლად აღმოჩენილ კლასტერებში სწრაფი ტესტით ინფიცირებულთა გამოვლენა და მათი იზოლირება კარანტინში
ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ევროპული საქართველოს“ წევრი
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების მიზნობრიივ ტესტირება 25 მარტიდან დაიწყება.
ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი