“იტალიაში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 10-ჯერ აღემატებოდეს ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობას… ჩვენ უნდა შევიძინოთ უფრო მეტი სასუნთქი აპარატი, ხოლო დამცავი პირბადეები ყველა ქუჩის კუთხეში უნდა იყიდებოდეს“
ანჯელო ბორელი – იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება ბოლერიმ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 63 927 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 6 077 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 7 432 პირი.