ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ხუბეის პროვინციაში კარანტინის ფარგლებში გამოცხადებული შეზღუდვები უქმდება

25 მარტიდან ხუბეის პროვინციაში კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება. 8 აპრილამდე შეზღუდვები, მხოლოდ უხანში შენარჩუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით პირველი ინფიცირების შემთხვევა, სწორედ, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. რის შედეგადაც ხუბეის პროვინციაში კარანტინი დაწესდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი, ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

იტვირთბა....