ახალი ამბები მთავარი

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ბესიკ თამლიანმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის 20 ივნისის საქმეზე იყო ბრალდებული.

გათავისუფლებულ თამლიანს საპატიმროსთან დედა და მეგობარი დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანის გათავიფლებასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 23 მარტს გახდა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა.

იტვირთბა....