“ვითიბი” ბანკი მომხარებელს სრულ საბაკო მომსახურებას ვიდეო ბანკის გამოყენებით სთავაზობს.
ვითიბის კლიენტებს შეუძლიათ ეწვიონ საიტს https://videobank.ge/ და ბანკირთან ვიდეო ზარის განხორციელების შემდეგ, დისტანციურად მიიღონ შემდეგი მომსახურება:
– ყველა სახის გადარიცხვა და გადახდა
– ვალუტის კონვერტაცია
– ინტერნეტბანკზე რეგისტრაცია და პაროლის აღდგენა
– ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა
– საკრედიტო განაცხადის შევსება
– ანაბრის გახსნა/დახურვა
აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -დან -18:00 საათამდე.