საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0509 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2389 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 3.1880 ლარი ღირდა.
0.0348 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4578 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4230 ლარი იყო.