მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხვალიდან სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტია განაცხადა.
მისი თქმით, სადეზინფექციო სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და ამისთვის 40 ერთეულ ტექნიკას გამოიყენებს.
„სოფლის მეურნეობის სასამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. ძირითადი ტექნიკა, რაც ამ სამუშაობისთვის არის განკუთვნილი უკვე დასავლეთ საქართველოდან მოდის. ასეთი სულ 40 ერთეულია. დღეს, ერთი მანქანა იმუშავებს ავტოსატრანსპორტო მანქანების დასამუშავებლად, რომელიც გამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, რათა გამოირიცხოს ვირუსის გადატანის ალბათობა. დღესდღეობით ეს მანქანა საზღვარზე იმუშავს და დაამუშავებს აღნიშნულ მანქანებს. ხვალ და ზეგ შიგნით, მუნიცუპალიტეტებში ჩატარდება სამუშაოები, კერძოდ, იმ ადგულებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გადაადგილდებოდა“, – განაცხადა ლიპარტიამ.