მთავარი ციტატა

“ვირუსის საბაბით არჩევნების გადადება ხელისუფლებას არცერთ შემთხვევაში გამოუვა, არჩევნები იქნება ოქტომბერში”

“თუ მართლა ისეთი მძიმე მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში და აქედან გამომდინარე საქართველოშიც, რომ არჩევნების ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია, ეს ყველასთვის გასაგები იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაგ დროისთვის ეს ასე არ იქნება. ამ საბაბით არჩევნების გადადება ხელისუფლებას არცერთ შემთხვევაში გამოუვა. ამიტომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება. ეს ყველა შემთხვევაში გადაივლის და არჩევნები ჩატარდება. ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებამ საბაბად გამოიყენოს, თუ რეალური ვითარება არ არის და შეძლოს არჩევნების გადადება.”

გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

აღნიშნულით ბოკერიამ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ შესაძლებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის დასრულება იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად.

იტვირთბა....