მთავარი ციტატა

“შექმნილია ჯგუფები, რათა თითოეულ ოჯახში შესამოწმებლად შევიდნენ”

“მარნეულში შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები. ყველა ჯგუფში არის თითო ექიმი. ეს ჯგუფები განკუთვნილია, რათა თითოეულ ოჯახში შევიდნენ. თავადაპირველად დაიწყებენ იმ სოფლებისა და უბნების შემოწმებას, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს საფრთხე, ანუ სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და, სადაც ჰქონდათ კონტაქტები. შემდეგ გადავლენ დანარჩენ მოსახლეობაზე.”

სოზარ სუბარი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლი

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. უნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს. 

მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ისინი საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს ახორციელებენ.

მარნეულში მოეწყო საველე ჰოსპიტალიც. ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცეც, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

 

იტვირთბა....