“მარნეულში სრული სიმშვიდეა. ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო. ეს არის მაგალითად, პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ საველე სამუშაოებზე და შეასრულონ, თუმცა ძალიან მკაცრი წესების დაცვით. მანქანაში არ უნდა იჯდეს ორ ადამიანზე მეტი. არ მოძრაობენ ავტობუსები, მიკროავტობუსები და ა.შ.”
სოზარ სუბარი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლი
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. უნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.
ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
მარნეულში მოეწყო საველე ჰოსპიტალიც.