aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რა ხდება მარნეულში – ქალაქში სამხედრო ტექნიკა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ქალაქში სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

„საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ. ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანრძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები“ – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთ-ერთი მოქალაქის ინფიცირება გახდა. ქალი უმძიმეს მდგომარეობაში თბილისში უკვე გადმოიყვანეს.

მარნეულში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია რამდენიმე პირი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და  საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 გახდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....