“კოვიდ-19”-ით ინფიცირების შედეგად, იტალიაში, ბოლო 24 საათში, 651 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 5 476 პირი დაიღუპა.
რაც შეეხება ინფიცირებას, ბოლო დღე-ღამის განამავლობაში, იტალიაში დაინფიცირების 5 560 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 59 138-ს მიაღწია.
გამოჯანმრთელებულია 7 024 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, “კოვიდ-19”-ით დაინფიცირების 337 720 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 14 441, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 958 ადამიანი.