ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მამაკაცი მოკლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
შემთხვევის ადგილზე დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებით ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.