ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2 დღის წინ იყო მომზადებული”, – გიორგი გახარია

“საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2 დღის წინ იყო მომზადებული თეორიულად, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში”, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი გახარია განცხადებით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სწრაფი შესაძლებლობა ჰქონდა.

“მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი – უსაფრთხოების საბჭოზე მოვიწვიეთ ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის, რომ, როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონდა. ამ გადაწყვეტილების მიზანია ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვა, რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ქვეყნის ფარგლებში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას.

“მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ ჰიგიენის პირობები. საქართველოში საკომენდანტო საათი არ დგინდება, არც მძიმე საკარანტინო პირობები”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში.

იტვირთბა....