ესპანეთში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1002-ს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 20 000 ადამიანი, ხოლო 1 588 პირი უკვე განიკურნა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირება 245 850 ადამიანს უდასტურდება.