ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ინტერნეტის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, იუთუბი და ნეტფლიქსი ვიდეოს ხარისხს ამცირებენ

ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, ინტერნეტის მოხმარება უპრეცედენტოდ გაიზარდა,  ინტერნეტის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, “ნეტფლიქსი” და “იუთუბი” ევროპაში ვიდეოს ხარისხს შეამცირებენ,

ორივე კომპანია ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ შეზღუდვა სულ მცირე 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენი შეფასებით, ეს ნაბიჯი ევროპის ქსელებში ნეტფლიქსის ტრაფიკს დაახლოებით 25 პროცენტით შეამცირებს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოფთ კარგი ხარისხის სერვისს“, — ამბობს განცხადებაში ნეტფლიქსის პრესსპიკერი.

“იუთუბის” მფლობელი, გუგლის პრესსპიკერი კი აღნიშნავს, რომ სისტემაზე შეფერხება რომ არ იყოს, ისინი მოლაპარაკებებს ოფიციალურ დონეზე აწარმოებენ.

„სისტემაზე სტრესის შესამცირებლად, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს მთავრობებთან და ქსელის ოპერატორებთან, ამავე დროს კი შევინარჩუნებთ მომსახურების კარგ ხარისხს“.

კომპანიების ეს განცხადება ევროკავშირის ხელმძღვანელობის მოთხოვნას მოჰყვა, რომლებმაც სტრიმინგ-სერვისებსა და მოსახლეობას მოუწოდეს, უარი თქვან მაღალი გარჩევადობის ვიდეოების ყურებაზე, რათა არ მოხდეს ინტერნეტის შეფერხება.

მას შემდეგ რაც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, ბევრმა ქვეყანამ რადიკალურ ზომებს მიმართა. მილიონიონომით ადამიანი სახლიდან დისტანციურად მუშაობს, შესაბამისად, ინტერნეტი უზარმაზარი დაწოლის ქვეშ მოექცა.

იტვირთბა....