„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელი სრულ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას გამოხატავს და აცხადებს მზადყოფნას, უწყვეტ რეჟიმში მოემსახუროს მომხმარებელს როგორც მიტანის, ისევე Drive-Tru სერვისის გამოყენებით.
ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ყველა შეკვეთის დამზადება ხდება სრული სანიტარიული თუ ჰიგიენური საერთაშორისო სწანდარტების დაცვით,
„გაცნობებთ, რომ „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელი სრულად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და შექმნილ ვითარებას, ვიზიარებთ ჩვენს წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, უწყვეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ისე რესტორნებში Drive-Tru სერვისის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა შეკვეთის დამზადება ხდება სრული სანიტარიული თუ ჰიგიენური ნორმების დაცვით, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთანავე, როგორც „ვენდის“, ისე „დანკინის“ სათავო ოფისებისგან მიღებული გვაქვს COVID-19-ის პრევენციისათვის მთელი რიგი აუცილებელი აქტივობების ნუსხა, რომელთაც განუხრელად ვიცავთ და ვახორციელებთ. აქვე გაცნობებთ, რომ, როგორც „ვენდის“, ისე „დანკინს“ რესტორნებს აქვს ყველა საჭირო რესურსი, პროდუქტების სათანადო მარაგი და მათი ამოწურვის არავითარი საფრთხე არ არსებობს.
მადლობა ერთგულებისთვის და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.