სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელსაც სინოდის თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს, კორონავირუსის გამო ზიარების რიტუალისა და ეკლესიური ცხოვრების წესის ცვლილებებზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “კოვიდ-19”-ის გამო, ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით, სასულიერო პირებს შორის, აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოს გადაწყვეტილებით, ეკლესიებში პირადი ლოცვების გარდა, ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება შეწყდება.