ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

დღეიდან საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები შეჩერდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები შეჩერდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენების გაუქმება 14 მარტიდან იგეგმებოდა, თუმცა, ორმხრივი გადაწყვეტილების შედეგად, ეს პერიოდი 20 მარტამდე გახანგრძლივდა.

თუმცა, შეზღუდვები უკვე რამდენიმე დღეა, მოქმედებს სახმელეთო საზღვარზე. კერძოდ, საქართველო და თურქეთის ერთობლივი შეთანხმებით, შეიზღუდა ფიზიკური პირების გადაადგილება სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

„ამასთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, 18 მარტიდან საქართველოდან ფრენები ყველა მიმართულებით შაჩერა.  ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება.

იტვირთბა....