“ამ წუთში არ ვიცით, რამდენი დაინფიცირებული ადამიანი შეიძლება იყოს. 100 პროცენტით საზღვრების დაკეტვა ვერ ხერხდება. ბევრი ჩვენი მოქალაქე უკან ბრუნდება. და შესაძლოა ვინმეც იყოს დაინფიცირებულიც. ზუსტად რამდენი ადამიანია ვირუსის მატარებელი, რომელიც არაა გამოვლენილი, ეს ჩვენ 100 პროცენტით არ ვიცით.”
სოზხარ სუბარი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვიტარების საკითხებში
ამის შესახებ სუბარმა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას ამ ეტაპისთვის არ გეგმავს.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობას, ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტებიდან კი ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.