“ყველა გადადგმული ნაბიჯი იყო ეფექტური და სწორედ ამიტომ, ის ეტაპი, რომელიც შეიძლება დაწყებულიყო ორი კვირის წინ, ეს ჯერ კიდევ არ დაწყებულა და შესაძლოა მომავალი კვირიდან ველოდოთ უფრო მეტ გავრცელებას. რა წამსაც დადგება მომენტი, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე ვეღარ ვიჭერთ მდგომარეობას, ეს მდგომარეობა გამოცხადდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებდით ამ ეტაპებზე, რომლებიც უკვე გავიარეთ”.
სოზხარ სუბარი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვიტარების საკითხებში
ამის შესახებ სუბარმა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ “რატომ არიდებს თავს მთავრობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას”.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას ამ ეტაპისთვის არ გეგმავს.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობას, ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტებიდან კი ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.