ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსზე სწრაფი ტესტირების გამარტივება არ იგეგმება” – ტიკარაძე

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სწრაფი ტესტირების გამარტივება არ იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

„გამარტივევების გზით წასვლის უფლება არ გვაქვს, რადგან აქ გვაქვს გარკვეული საფრთხე იმის, რომ დადასტურების ან არდადასტურების შემთხვევაში იყოს დიდი ცდომილება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ხარისხს და სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი არის ტესტირების ხარისხი და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსავალი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა და ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....