ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი მთავრი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით გატარებული პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ ეფექტურია კორონავირუსთან საბრძოლველად.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების რაოდენობის ზრდა იქნება, მააგრამ მთავარია, თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

“იმ ღონისძიებების გატარების შედეგად, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა, ჩვენ მოვახდინეთ პრევენცია, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ გვაქვს. მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, ქვეყანაში შემთხვევათა ზრდა იქნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთეს, რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ზრდა. შემთხვევათა ზრდა გვექნება, მაგრამ მთავრი ამოცანაა, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპოდემია”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობას, ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია,  მათზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტებიდან კი ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 30 იანვარს გამოვლინდა.

 

იტვირთბა....