ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის, ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის, ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირი რჩება.

ბოლო მონაცემებით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....