„ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები დღეიდან სამი თვის განმავლობაში დისტანციური საშუალებით სარგებლობისას კომუნალურ გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.
მომხმარერბლებს, რომლებიც გადახდებს ინტერნეტბანკით, მობაილბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით შეასრულებენ, საკომისიოს გადახდა აღარ მოუწევთ.
საკომისიოს არ შეეხებათ ელექტროენერგიის, წყალის, გაზისა და დასუფთავების გადასახადებს.
„ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორის ვასილ ხოდელის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით მოქალაქეები თავშეყრის ადგილებში მისვლას თავს აარიდებენ.
„ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, გადავწყვიტეთ, დისტანციურ არხებში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ განხორციელდეს. დღეს, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, „ლიბერთი“ განაგრძობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ სტიმულს, სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად ისარგებლონ სრული საბანკო სერვისით“, – განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.