ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიამ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო მოიყვანა

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიამ ΣΚΑΪ ΤV-ზე კორონავისურთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად სტუმარმა საქართველო დააასახელა.

ამის შესახებ ინფორმაციას Social Network Media ავრცელებს.

როგორც ბერძენმა ჟურნალისტმა აღნიშნა, საქართველოში მოვლენების განვითარებას არ დაელოდნენ და შესაბამისი ზომები მანამდე მიიღეს, რის შედეგადაც ვირუსის გავრცელების არეალი არ გაიზარდა.

„ისინი არ დალოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა. მათ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმები ჰყავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს წარმატებული უწოდა” – აცხადებენ ბერძენი ჟურნალისტები.

 

 

იტვირთბა....