მთავარი ციტატა

“ვაქცინა ბაზარზე რომ მოხვდეს, ყველაზე ნაკლები, წელიწად-ნახევარია სჭირდება”

“ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ვაქცინა ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, ის მსოფლიოში რამდენიმეა”.

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და  ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

იმნაძემ ამის შესახებ “2020NEWS”-თან ინტერვიუში განაცხადა.

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....