aviabiletebi
მთავარი ციტატა

“საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე”

“საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს.საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და  ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

იმნაძემ ამის შესახებ “2020NEWS”-თან ინტერვიუში განაცხადა.

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

იტვირთბა....